ანა ფრანკი

"გოგონა, რომელმაც მსოფლიო შეცვალა", ასე უწოდეს პატარა ებრაელ გოგოს, რომელიც თავის ოჯახთან ერთად სამალავში აფარებდა თავს ჰიტლერის ოკუპაციის დროს ამსტერდამში. ის არის ავტორი "ანა ფრანკის დღიურის", რომელმაც ფარდა ახადა ფაშისტურ სისასტიკეს. ამ სტატიაში მინდა შემოგთავაზოთ რამდენიმე საინტერესო ფაქტი გოგონაზე, რომელსაც სიცოცხლის უკანასკნელ წამამდე სჯეროდა, რომ ამდენი ადამიანის დახოცვის შემდეგაც, კი ადამიანები გულის სიღრმეში კეთილები იყვნენ. …

აუგუსტო პინოჩეტი

დიქტატორი, რომელიც შერაცხულია თანამედროვეობის ერთ-ერთ ყველაზე სასტიკ მმართველად. ის ჩილეს პრეზიდენტი 1974-1990 წლებში იყო, მისი მმართველობა სისასტიკითაა გამორჩეული. მის კისერზეა 200-ზე მეტი პოლიტიკური მოწინააღმდეგის მკვლელობა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ მისი პრეზიდენტობის პერიოდში ჩილე ეკონომიკურად საკმაოდ გაძლიერდა. მართალია ის სასტიკი მმართველი იყო და ძალიან ბევრი საშინელება აქვს ჩადენილი, მაგრამ დღესაც მოიძებნებიან ადამიანები, რომლებიც მას უწოდებენ ჭეშმარიტ …

ზიგმუნდ ფროიდი

ზიგმუნდ ფროიდი გახლდათ ავსტრიელი ფსიქოლოგი, ფსიქიატრი და ფსიქოანალიზის დამფუძნებელი. ამ მიმდინარეობის დაფუძნებამ უდიდესი გავლენა იქონია მედიცინაზე და სოციოლოგიაზე. ფროიდი მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში ცდილობდა ადამიანის ბუნების შეცნობას და ამოხსნას, მას ძალიან საინტერესო თეზისები აქვს ჩამოყალიბებული, რომლებიც მისი კვლევის შედეგად მიიღო. დღეს მინდა ეს თეზისები გაგაცნოთ და ერთად ვიმსჯელოთ მათ შესახებ. პირველი და ძალიან საინტერესო თეზისი: …

იოსებ სტალინი

ადამიანი, რომელიც გასული საუკუნის ერთ-ერთი გამორჩეული პოლიტიკოსი და "სსრკ"-ს ლიდერი 30 წლის განმავლობაში გახლდათ. მას ყავს როგორც თაყვანისმცემლები, რომლებიც ძლიერ ლიდერად თვლიან, ასევე მოძულეები, რომლებიც მას აღწერენ როგორც სასტიკი დიქტატორი. დღეს მინდა წარმოგიდგინოთ რამდენიმე საინტერესო ფაქტი სტალინის შესახებ, რომლებიც შესაძლებელია არ იცოდეთ. მისი ნამდვილი სახელი იოსებ ჯუღაშვილი გახლდათ. ყველა ვიცნობთ, როგორც სსრკ-ს ლიდერი, თუმცა თავდაპირველად …

ნიკოლო მაკიაველი

"მიზანი ამართლებს საშუალებას" ეს პრინციპი გახლდათ ყველა დროის ერთ-ერთი გამორჩეული პოლიტიკოსის ცხოვრების მთავარი პრინციპი. მაკიაველი არამარტო პოლიტიკოსი, არამედ ისტორიკოსი, დიპლომატი, ფილოსოფოსი, მწერალი და ჰუმანისტი იყო. ის 1469 წელს დაიბადა ფლორენციაში, შესაბამისად, ჩამოყალიბდა და აღიზარდა როგორც რენესანსის ეპოქის მოაზროვნე, რომლისთვისაც მთავარი იყო საერო პრობლემები და მათი გადაწყვეტა ერისკაცთა საშუალებით. ის ფიქრობდა, რომ ადამიანური პრობლემების გადასწყვეტად საერთოდ …

პაბლო პიკასო

ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მხატვარი, რომელსაც ოდესმე უარსებია სამყაროში, მისი ნახატები განსაცვიფრებელია მათი აზრებით და დანიშნულებით. ამ ნახატებს ერთი კონკრეტული აზრი არ გააჩნია, ისინი რამდენიმე ცხოვრებისეულ აზრს გამოხატავს. ეს სტატია მინდა მივუძღვნა პიკასოს რამდენიმე საინტერესო ფაქტს, რომლებიც შესაძლებელია ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი არ იყოს. პაბლო დაიბადა 1881 წლის 25 ოქტომბერს მალაგაში. ძალიან საინტერესო ფაქტი არის ის, რომ …

აგათა კრისტი

მწერალი, რომლის ნაწარმოების კითხვის დროს თავს იგრძნობთ ნამდვილ დეტექტივად. მას რთული ცხოვრება ქონდა, გამოიარა ორი მსოფლიო ომი, მუშაობდა სამხედრო ექთნად. დავიწყოთ იქიდან, რომ დაიბადა 1890 წლის 15 სექტემბერს. მას ბავშობიდანვე შეეძლო საინტერესო ისტორიების გამოგონება, დიდი ალბათობით სწორედ ამ ნიჭის გამო გახდა ასეთი შესანიშნავი მწერალი. ამ სტატიაში მინდა შემოგთავაზოთ რამდენიმე საინტერესო ფაქტი აგათა კრისტის შესახებ. პირველი …

ილია ჭავჭავაძე

დიდი ქართველი მწერალი და პუბლიცისტი, რომელმაც უდიდესი კვალი დატოვა საქართველოს ისტორიაში. მისი სახით საქართველოს მხსნელი მოევლინა და მანაც ყველაფერი გააკეთა საქარველოსთვის. დღეს მინდა გესაუბროთ იმ ქართველზე, რომელიც ეკლესიამ წმინდანად შერაცხა და "წმინდა ილია მართალი" უწოდა. ილია 1837 წლის 8 ნოემბერს დაიბადა ყვარელში, გაღარიბებული თავადის ოჯახში. 1848 წელს სწავლა დაიწყო თბლისის გიმნაზიაში, ხოლო 1857 წლიდან პეტერბურგის …

სალვადორ დალი

დღეს მინდა გესაუბროთ ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ესპანელ მხატვარზე, რომელიც გამოირჩეოდა თავისი უცნაურობით.ის დაიბადა 1904 წლის 11 მაისს. დალიმ პირველი პერსონალური გამოფენა 1919 წელს 15 წლის ასაკში მოაწყო. ამ სტატიაში მოგითხრობთ რამდენიმე უცნაურ ფაქტს სალვადორ დალის შესახებ. პირველ რიგში, მას სჯეროდა, რომ მისი ძმის რეინკარნაცია იყო, სანამ ის დაიბადებოდა დედამისს ყავდა შვილი,რომელსაც ასევე სალვადორ დალი ერქვა, …

ვაჟა-ფშაველა

დღეს მინდა გესაუბროთ ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ქართველზე, რომელმაც შექმნა ეპოქა. ლუკა რაზიკაშვილი იგივე ვაჟა-ფშაველა იყო არამარტო მწერალი არამედ პატრიოტი საკუთარი ქვეყნისა. ის 1861 წლის 26 ივლისს დაიბადა ჩარგალში. თავდაპირველად, ვაჟა თელავის სასულიერო სასწავლებელში სწავლობდა, შემდეგ კი პეტერბურგის უნივერსიტეტის თავისუფალი მსმენელი გახდა. თუმცა, უსახსრობის გამო მალე დატოვა უნივერსიტეტი და მუშაობა დაიწყო დიდი თონეთის სოფლის სკოლაში. ვფიქრობ, …

Design a site like this with WordPress.com
დაიწყე